პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა რეგლამენტში ცვლილებები, რომლებიც მომავალი მოწვევის პარლამენტში დეპუტატებისთვის ხელფასების გაზრდას ითვალისწინებს
საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა რეგლამენტში ცვლილებები, რომლებიც დეპუტატებისთვის ხელფასების გაზრდას ითვალისწინებს.
ცვლილებებს 80-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. კანონპროექტი პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა წარადგინა.
ცვლილებების მიხედვით, დეპუტატების შრომის ანაზღაურების ოდენობა 2025 წლის პირველი იანვრიდან შეიცვლება, კერძოდ: იზრდება გასამრჯელო პარლამენტის წევრებისთვის, მათ შორის მათთვის, ვინც საპარლამენტო თანამდებობებს იკავებს. ასევე, იცვლება დახმარების ოდენობა პარლამენტის წევრის გარდაცვალებისას ან მისი, როგორც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად აღიარებისას. თავდაპირველ ინიცირებულ პროექტში თანხები იყო გაწერილი. განხილვის პროცესში კი აბსოლუტური თანხები კოეფიციენტით ჩანაცვლდა.