დეპუტატები პარლამენტში სხდომის დასაწყებად მორიგ რეგისტრაციას 15:00 საათზე გაივლიან

13:14, 11.06.2024

საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომისთვის რეგისტრაცია 15:00 საათზე გაიმართება. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ოპოზიცია შეგნებულად არ გადის რეგისტრაციას, რის გამოც კვორუმი რამდენჯერმე ვერ შედგა.

პარლამენტის თავმჯდომარემ მოუწოდა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს, სხდომაზე 15:00 საათისთვის გამოცხადდნენ.

საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომა დღეს კვორუმის გამო ვერ იწყება. სხდომის გახსნისთვის საჭიროა 76 კანონმდებლის რეგისტრაცია.

მსგავსი