პარლამენტის წინ აქციაზე მცირე ინციდენტი მოხდა [ფოტო/ვიდეო]

პარლამენტის შენობის წინ, „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგო აქციაზე მცირე ინციდენტი მოხდა.

აქციაზე მყოფმა „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა, ემზარ კვიციანმა პოლიციის კორდონის გარღვევა და ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეებთან გადასვლა სცადა. მისი თქმით, მეორე მხარეს პროვოკატორები არიან.

როგორც ადგილზე მყოფები აცხადებენ, ინციდენტი მეორე აქციის მხრიდან გაურკვეველ გადმოძახილს მოჰყვა.

ვითარება მალევე განიმუხტა.