პარლამენტის წინ აქცია-პერფორმანსი „დიდება გმირებს“ გაიმართა [ფოტო]
პარლამენტის წინ აქცია-პერფორმანსი „დიდება გმირებს“ გაიმართა [ფოტო]

9 აპრილის თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტის წინ აქცია-პერფორმანსი „დიდება გმირებს“ გაიმართა.

საინიციატივო ჯგუფ „უკრაინაში მშვიდობისთვის“ ორგანიზებით გამართული აქციის მონაწილეებმა პატივი მიაგეს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის მებრძოლ ქართველ და უკრაინელ გმირებს.

ასევე, საქართველოს პარლამენტის წინ განთავსდა სამძიმრის წიგნი, სადაც თითოეულ მოქალაქეს შეეძლება, გააკეთოს ჩანაწერი და მიუსამძიმროს უკრაინაში თავისუფლებისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების ოჯახებს. წიგნი სიმბოლურად უკრაინის საელჩოს გადაეგზავნება.