პარლამენტის შენობასთან 2011 წლის 26 მაისს განვითარებული მოვლენები გაიხსენეს
„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე და მისი მხარდამჭერები რუსთაველის გამზირზე შეიკრიბებიან და 2011 წლის 26 მაისს განვითარებული მოვლენები გაიხსენეს.
შეკრებილებმა პარლამენტის შენობასთან სანთლები დაანთეს და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
ნინო ბურჯანაძის განცხადებით, 2011 წლის 26 მაისს ხელისუფლებამ აქციის მონაწილეები კი არ დაშალა, არამედ დასაჯა.
„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა მოქალაქეებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეც მიულოცა.