პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი ხვალინდელ სხდომაზე ვლადიმერ ჩაჩიბაიას, ნინო იობაშვილისა და გიორგი ხელაშვილის მანდატების შეწყვეტის საკითხზე იმსჯელებს
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი ხვალინდელ სხდომაზე ვლადიმერ ჩაჩიბაიას, ნინო იობაშვილისა და გიორგი ხელაშვილის მანდატების შეწყვეტის საკითხზე იმსჯელებს

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი ხვალინდელ სხდომაზე ვლადიმერ ჩაჩიბაიას, ნინო იობაშვილისა და გიორგი ხელაშვილის მანდატების შეწყვეტის საკითხზე იმსჯელებს. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განუცხადა.

დეპუტატის თქმით, კომიტეტი იმსჯელებს იმის თაობაზე, რომ ჩაჩიბაია და იობაშვილი პრემიერ-მინისტრის მრჩევლები იქნებიან და ეს თანამდებობა შეუთავსებელი იქნება სადეპუტატო უფლებამოსილებასთან. დეპუტატის ცნობით, მათი დანიშვნების თაობაზე კომიტეტმა შესაბამისი ბრძანებულებები უკვე მიიღო.

არსებული ინფორმაციით, გიორგი ხელაშვილი პარლამენტის თავმჯდომარის მრჩეველი იქნება.