პარლამენტის საპროცედურო კომიტეტი ვალერი გელაშვილის სადეპუტატო უფლებამოსილების ცნობაზე იმსჯელებს
პარლამენტის საპროცედურო კომიტეტი ვალერი გელაშვილის სადეპუტატო უფლებამოსილების ცნობაზე იმსჯელებს

პარლამენტის საპროცედურო კომიტეტი ვალერი გელაშვილის სადეპუტატო უფლებამოსილების ცნობაზე იმსჯელებს. კომიტეტის სხდომა ხვალ არის ჩანიშნული.

მეცხრე მოწვევის პარლამენტში ვალერი გელაშვილი კარლო კოპალიანს ჩაანაცვლებს, რომელსაც სადეპუტატო უფლებამოსილება გასულ სასესიო კვირას შეუწყდა.