პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით დეპუტატების ხელმოწერების ნამდვილობას დღევანდელ სხდომაზე დაადგენს
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით დეპუტატების ხელმოწერების ნამდვილობას დღევანდელ სხდომაზე დაადგენს

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი დღევანდელ სხდომაზე პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით დეპუტატების ხელმოწერების ნამდვილობას დაადგენს.

საკონსტიტუციო წარდგინებას ხელს მმართველი გუნდის 80 დეპუტატი აწერს. საკონსტიტუციო წარდგინების შინაარსი ცნობილი კომიტეტის სხდომაზე გახდება.

პროცედურის მიხედვით, მას შემდეგ, რაც კომიტეტი ხელმოწერების ნამდვილობას დაადგენს, სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაეცემა.