პარლამენტის ხვალინდელ პლენარულ სხდომაზე სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას მოუსმენენ.
ომბუდსმენი დეპუტატებს 2018 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ ანგარიშს წარუდგენს.
დოკუმენტი 447-გვერდიანია, სადაც აღნიშნულია, რომ 2018 წელს სახალხო დამცველის აპარატში 8 480 განცხადება შევიდა, ცხელ ხაზზე 6 063 ზარი დაფიქსირდა. ანგარიშში ნათქვამია, რომ ინდივიდუალური განცხადებების განხილვის შედეგად, გაცემულია 107 რეკომენდაცია/წინადადება.
2018 წლის განმავლობაში სახალხო დამცველის აპარატის მიერ 11 სპეციალური ანგარიში მომზადდა.