პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ხვალ ნინო ლომჯარიას მოუსმენენ

18:05, 18.09.2019

პარლამენტის ხვალინდელ პლენარულ სხდომაზე სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას მოუსმენენ.

ომბუდსმენი დეპუტატებს 2018 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ ანგარიშს წარუდგენს.

დოკუმენტი 447-გვერდიანია, სადაც აღნიშნულია, რომ 2018 წელს სახალხო დამცველის აპარატში 8 480 განცხადება შევიდა, ცხელ ხაზზე 6 063 ზარი დაფიქსირდა. ანგარიშში  ნათქვამია, რომ ინდივიდუალური განცხადებების განხილვის შედეგად, გაცემულია 107 რეკომენდაცია/წინადადება.

2018 წლის განმავლობაში სახალხო დამცველის აპარატის მიერ 11 სპეციალური ანგარიში მომზადდა.

მსგავსი