პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან სამართალდამცველებმა რამდენიმე პირი გაიყვანეს, მათ შორის გიორგი ვაშაძე [ფოტო/ვიდეო]

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან სამართალდამცველებმა რამდენიმე პირი გაიყვანეს, მათ შორის „ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე. ვაშაძე პოლიციის მანქანაში ჩასვეს.

ტერიტორიიდან პოლიციამ ასევე გაიყვანა გურამ ჩალაგაშვილი და გიორგი თევდორაძე.

მანამდე, პარლამენტთან, „ახალი საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძესა და სამართალდამცველებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. გიორგი ვაშაძის თქმით, ე.წ. ზებრა გადასასვლელით სარგებლობდა, რა დროსაც მას პოლიციამ უთხრა, რომ აფერხებდა მოძრაობას. გიორგი ვაშაძის განცხადებით, მოძრაობას არ აფერხებდა და პოლიციელებს მიმართა, განემარტათ, რატომ აკავებდნენ. ვაშაძემ სამართალდამცველებს კანონდამრღვევები უწოდა.