გიორგი ვაშაძე სამართალდამცველებს - ზედმეტებში არ გადახვიდეთ, არაფერი შეგეშალოთ

პარლამენტთან, „ახალი საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძესა და სამართალდამცველებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

გიორგი ვაშაძის თქმით, ე.წ. ზებრა გადასასვლელით სარგებლობდა, რა დროსაც მას პოლიციამ უთხრა, რომ აფერხებდა მოძრაობას.

გიორგი ვაშაძის განცხადებით, მოძრაობას არ აფერხებდა და პოლიციელებს მიმართა, განემარტათ, რატომ აკავებდნენ.

ვაშაძემ სამართალდამცველებს კანონდამრღვევები უწოდა.

„რას ვარღვევდი, შენ მეჭიდავებოდი, მე გადავდიოდი გზაზე, რა უფლებით მაკავებდი-მეთქი, ამიხსენი აბა ერთი კანონი. რა უფლებით მაკავებდი, თქვენ ზედმეტებში არ გადახვიდეთ, არაფერი შეგეშალოთ. რა დავარღვიე, განმიმარტე, გეკითხებით, რას ვარღვევდი-მეთქი რომ მაკავებდი?“ ,- მიმართა გიორგი ვაშაძემ სამართალდამცველებს.

დატოვე კომენტარი