პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე „მდუმარე აქციის“ მონაწილეებს „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები დაუპირისპირდნენ
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე „მდუმარე აქციის“ მონაწილეებს „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები დაუპირისპირდნენ

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ლგბტქ+ თემის წარმომადგენლებს „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები დაუპირისპირდნენ. არსებული ინფორმაციით, ლგბტქ+ თემის წევრებს მოწინააღმდეგეები მაშინ დაუპირისპირიდნენ, როდესაც ისინი პარლამენტის შენობისკენ გადაადგილდებოდნენ.

დაპირისპირების შემდეგ პოლიციამ სამი პირი ადგილიდან გაიყვანა.

რუსთაველის გამზირზე ორი ურთიერთსაპირისპირო აქცია მიმდინარეობს. აქციაზე იმყოფებიან ოპოზიციური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. მათი თქმით, აქციის მიზანი 5 ივლისს რუსთაველის გამზირზე განვითარებული ძალადობრივი მოვლენებისგან გამიჯვნაა. აქციას შეუერთდნენ „თბილისი პრაიდის“ წარმომადგენლები, რომელთაც გუშინ „ღირსების მარში“ ვერ გამართეს.ამასთან, რუსთაველის გამზირზე, ქაშუეთის ეკლესიასთან აქციას მართავენ გურამ ფალავანდიშვილი, მისი მხარდამჭერები და „თბილისი პრაიდის“ სხვა მოწინააღმდეგეები.