პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ხმაურია [ვიდეო]

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ხმაურია.

როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, აქციის ერთ-ერთ მონაწილეს სამართალდამცველებმა შეშის შეტანის საშუალება არ მისცეს, რასაც მომიტინგეების მხრიდან ხმაური და პოლიციასთან დაპირისპირება მოჰყვა.

შეხლა-შემოხლის დროს დაშავდა ერთი ადამიანი.

არსებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ადგილზე ერთი პირი დააკავეს.