პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეობის წევრად ევა გოცირიძის კანდიდატურას მხარი დაუჭირა
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეობის წევრად ევა გოცირიძის კანდიდატურას მხარი დაუჭირა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეობის წევრად ევა გოცირიძის კანდიდატურას მხარი დაუჭირა.

დეპუტატებს ევა გოცირიძის ბიოგრაფია ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ გააცნო.

მისი თქმით, ევა გოცირიძე აღიარებულია, როგორც პროფესიონალი იურისტი. თავის მხრივ, კომიტეტის სხდომაზე სიტყვით ევა გოცირიძეც გამოვიდა და აღნიშნა, რომ ახალგაზრდობიდან მოყოლებული გული საკონსტიტუციო სასამართლოში მუშაობისკენ მიუწევდა, რადგან საკონსტიტუციო სასამართლოს ჩამოყალიბების პროცესში იყო ჩართული.

მისი თქმით, მისი საქმიანობის მიზანი იქნება, სტრასბურგის სასამართლოს მიდგომების დამკვიდრება მოხდეს საკონსტიტუციო სასამართლოს სისტემაში.

ევა გოცირიძის კანდიდატურას ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა. როგორც ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ირაკლი აბესაძემ განაცხადა, “ევროპული საქართველოსთვის” გოცირიძის კანდიდატურა მიუღებელია, რადგან “ქართულმა ოცნებამ” მისი კანდიდატურის წარდგენით საკონსტიტუციო სასამართლოს განულებისკენ ნაბიჯი წინ გადადგა.

ა​​ბესაძის განცხადებით, ევა გოცირიძე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში იარაღი იმისათვის, რომ მედიის წინააღმდეგ გამოსულიყო.