ევა გოცირიძე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე გახდა
ევა გოცირიძე  საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე გახდა

პარლამენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე აირჩია. დეპუტატებმა აღნიშნულ თანამდებობაზე ევა გოცირიძის კანდიდატურას კენჭი დღევანდელ პლენარულ სხდომაზე უყარეს.

ევა გოცირიძეს მხარი 90 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგ არცერთი წასულა.

საკანონმდებლო ორგანომ ევა გოცირიძე თანამდებობაზე ათი წლის ვადით დაამტკიცა.

აღნიშნულ თანამდებობაზე გოცირიძე ლალი ფაფიაშვილს შეცვლის.