პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრები ხვალ თბილისის სკოლების დირექტორებს შეხვდებიან
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრები ხვალ თბილისის მასშტაბით 25 სკოლის დირექტორებს პარლამენტში შეხვდებიან.
შეხვედრაზე სკოლებში მიმდინარე და განსახორციელებელ იმ პრევენციულ ღონისძიებებზე იმსჯელებენ, რომელიც მოზარდებში ძალადობისა და ჩაგვრის აღმოფხვრას ეხება.
მხარეები წარადგენენ გარკვეულ რეკომენდაციებსაც. პარასკევს კი, საგამოძიებო კომისიის წევრები არასრულწლოვნების გამოკითხვებს განაახლებენ.
ფსიქოლოგებისა და მოზარდების კანონიერი წარმომადგენლის თანდასწრებით, კომისიის წევრები ხორავას ქუჩაზე მომხდართან დაკავშირებით ორ არასრულწლოვანს გამოკითხავენ.