პარლამენტი ევროკომისიის ცხრა რეკომენდაციაზე მუშაობას იწყებს
პარლამენტი ევროკომისიის ცხრა რეკომენდაციაზე მუშაობას იწყებს

ევროკომისიის ცხრა რეკომენდაციასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრები იწყება. პირველი შეხვედრა პარლამენტში 29 იანვარს გაიმართება. შეხვედრას „ქართული ოცნების“ მხრიდან პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე და საპარლამენტო უმრავლესობის სხვა წევრები დაესწრებიან.

როგორც საქართველოს პირველ არხს ოპოზიციის წევრებმა განუცხადეს, შეხვედრაზე დასწრებას ისინიც აპირებენ. მათ შორის იქნებიან „ნაციონალური მოძრაობის“, „სტრატეგია აღმაშენებლის“, „გირჩის“ წარმომადგენლები.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც დაესწრებიან.