პარლამენტი დღევანდელ სხდომაზე სახალხო დამცველის კანდიდატებს უყრის კენჭს.
დეპუტატები საკითხის კენჭისყრამდე „პატრიოტთა ალიანსის” მიერ წარდგენილ კანდიდატს გიორგი ფოფხაძეს მოუსმენენ, რომელსაც კანონმდებლები კითხვებით მიმართავენ.
დეპუტატებმა უკვე მოუსმინეს ნინო ლომჯარიას, რომელიც მმართველმა გუნდმა არასამთავრობო ორგანიზაციებთან გამართული შეხვედრის შემდეგ შეარჩია.
რეგლამენტის გათვალისწინებით, სახალხო დამცველის პოსტზე დამტკიცებისთვის კანდიდატებს 76 დეპუტატის ხმა დასჭირდებათ, თუმცა ლომჯარიასთან, ასევე ფოფხაძესთან მიმართებაში პოლიტიკურ ძალებში აზრთა სხვადასხვაობაა.