რუმინეთის პრეზიდენტი ნატო-ს გენერალური მდივნის პოსტზე კენჭისყრას აპირებს
რუმინეთის პრეზიდენტი ნატო-ს გენერალური მდივნის პოსტზე კენჭისყრას აპირებს

რუმინეთის პრეზიდენტმა, კლაუს იოჰანისმა ოფიციალურად განაცხადა, რომ ნატო-ს გენერალური მდივნის პოსტზე კენჭისყრას აპირებს.

მისი თქმით, ორი ათეული წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რუმინეთი გახდა ნატო-ს წევრი, იმ ორჩანიზაციის, რომელიც, 75 წელია, დემოკრატიას ავითარებს და პარტნიორთა წრეს აფართოებს.

როგორც იოჰანისი აცხადებს, ალიანსის მთავარი ღირებულებები კანონის უზენაესობა, ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების პატივისცემაა, რაც დემოკრატიის კონსოლიდაციის კომპასია.

„ნატო-ს ქოლგამ მოგვცა უსაფრთხოების ყველაზე ძლიერი გარანტიები“, – აღნიშნა მან.

კლაუს იოჰანისის თქმით, ევროპაში სამხედრო კონფლიქტი, რომელიც რამდენიმე წლის წინ ნაკლებად სავარაუდო ჩანდა, რეალობად იქცა და რუსეთი ევროპის კონტინენტისთვის გრძელვადიანი საფრთხეა.

მან ასევე დაამატა, რომ ნატო-ს საზღვრებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს და მისი აღმოსავლეთი ფლანგის გაძლიერება გრძელვადიან პრიორიტეტად დარჩება.