პარიზში უცნობმა მამაკაცმა ორი ადამიანი მძევლად აიყვანა.
გამოცემა France Info-ს ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე სპეცდანიშნულების რაზმი სპეცოპერაციას ატარებს.
რადიოსადგურ France Bleu-ს ცნობით, მძევალთაგან ერთ-ერთი ფეხმძიმე ქალია. ფრანგულ მედიაში ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ თავდამსხმელი მამაკაცი ირანის საელჩოსთან დაკავშირებას ითხოვს და ამბობს, რომ ასაფეთქებელი და ცეცხლსასროლი იარაღი აქვს.