პარიზში უცნობმა მამაკაცმა ორი ადამიანი მძევლად აიყვანა

21:00, 12.06.2018

პარიზში უცნობმა მამაკაცმა ორი ადამიანი მძევლად აიყვანა.

გამოცემა France Info-ს ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე სპეცდანიშნულების რაზმი სპეცოპერაციას ატარებს.

რადიოსადგურ France Bleu-ს ცნობით, მძევალთაგან ერთ-ერთი ფეხმძიმე ქალია. ფრანგულ მედიაში ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ თავდამსხმელი მამაკაცი ირანის საელჩოსთან დაკავშირებას ითხოვს და ამბობს, რომ ასაფეთქებელი და ცეცხლსასროლი იარაღი აქვს.

მსგავსი