პარიზში თავდასხმის დროს ერთ-ერთი დაშავებული დაიღუპა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია მერიის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.
პარიზის გარეუბანში დანით შეიარაღებული მამაკაცი მოქალაქეებს რამდენიმე საათის წინ დაესხა თავს. შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი დაშავდა. ექიმების ინფორმაციით, დაშავებულებიდან ერთი პირის მდგომარეობა მძიმეა.
თავდასხმის შემდეგ, ბოროტმოქმედმა ადგილიდან მიმალვა სცადა, თუმცა სამართალდამცველებმა მისი ლიკვიდაცია მალევე მოახერხეს. გავრცელებული ცნობით, თავდამსხმელს ასაფეთქებელი მოწყობილობა, ე.წ. შაჰიდის ქამარი ეკეთა, თუმცა აღნიშნული ინფორმაცია ოფიციალურად ჯერ არ დასტურდება.
თავდასხმის მოტივი ამ დროისთვის უცნობია.