პარიზში გამვლელებს დანით შეიარაღებული მამაკაცი თავს დაესხა, დაჭრილია რამდენიმე ადამიანი 
პარიზში გამვლელებს დანით შეიარაღებული მამაკაცი თავს დაესხა, დაჭრილია რამდენიმე ადამიანი 

პარიზში დანით შეიარაღებული მამაკაცი გამვლელებს თავს დაესხა, შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრვი მაუწყებლის ცნობით, თავდასხმა საფრანგეთის დედაქალაქის გარეუბანში, ერთ-ერთ პარკთან ახლოს მოხდა.

პოლიციამ თავდამსხმელის ლიკვიდაცია ადგილზე მოახდინა. გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელს ასაფეთქებელი მოწყობილობა, ე.წ. შაჰიდის ქამარი ეკეთა, თუმცა ეს ოფიციალურად ჯერ არ დასტურდება.

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, თავდასხმის დროს ოთხი ადამიანი დაიჭრა. მათგან ერთის მდგომარეობა მძიმეა.

პოლიცია მოსახლეობას თავდასხმის ადგილიდან თავის არიდებისკენ მოუწოდებს.