პარიზში, ხუთსართულიან საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა. ინციდენტი საფრანგეთის დედაქალაქის ჩრდილოეთ ნაწილში, მე-18 რაიონში მოხდა.
ფრანგული მედიის ინფორმაციით, დაშავებულია ორი ადამიანი.
ადგილზე მისულმა სამაშველო სამსახურებმა შენობიდან 70-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განახორციელეს.
აფეთქების შედეგად დაზიანდა პირველ და მეორე სართულზე მდებარე ოთხი ბინა. ამჟამად არსებობს შენობის ჩამონგრევის საფრთხე.
უსაფრთხოების მიზნით, მაშველებმა ოთხი ახლომდებარე შენობიდან ხალხი გაიყვანეს.
აფეთქების სავარაუდო მიზეზად გაზის გაჟონვა სახელდება.