პარიზში, ეიფელის კოშკის სამხრეთით ვეფხვი მოკლეს, რომელიც ცირკიდან გაიქცა – იუწყება BBC.
პარიზის პოლიციაზე დაყრდნობით ფრანგული მედია წერს, რომ ვეფხვს ზიანი არავისთვის მიუყენებია.
ადგილობრივი მოსახლეობისგან ზარი სასწრაფო დახმარების სამსახურში ადგილობრივი დროით 18:00-ზე შევიდა, მას შემდეგ, რაც მოქალაქეებს ქუჩაში ვეფხვის ღრიალი მოესმათ.