იაპონიის ზოოპარკში თეთრმა ვეფხვმა მომვლელი მოკლა

13:06, 09.10.2018

იაპონიის ზოოპარკში იშვიათი ჯიშის თეთრმა ვეფხვმა მომვლელი მოკლა. 40 წლის მამაკაცი ვეფხვის ვოლიერში ყელის არეში ჭრილობით იპოვეს. ის საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

ზოოპარკის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მომვლელს ოთხი თეთრი ვეფხვიდან ერთ-ერთი დაესხა თავს.

ინციდენტი იაპონიის ქალაქ კაგოშიმას, ჰირაკავას ზოოპარკში მოხდა. მომხდართან დაკავშირებით პოლიციამ გამოძიება დაიწყო.

მსგავსი