პარიზში ცირკიდან გაქცეული ვეფხვი მოკლეს

22:28, 24.11.2017

პარიზში, ეიფელის კოშკის სამხრეთით ვეფხვი მოკლეს, რომელიც ცირკიდან გაიქცა – იუწყება BBC.

პარიზის პოლიციაზე დაყრდნობით ფრანგული მედია წერს, რომ ვეფხვს ზიანი არავისთვის მიუყენებია.

ადგილობრივი მოსახლეობისგან ზარი სასწრაფო დახმარების სამსახურში ადგილობრივი დროით 18:00-ზე შევიდა, მას შემდეგ, რაც მოქალაქეებს ქუჩაში ვეფხვის ღრიალი მოესმათ.

მსგავსი