დანით შეიარაღებულმა მამაკაცმა პარიზის ცენტრში შვიდი ადამიანი დაჭრა. Reuters-ის ინფორმაციით, თავდამსხმელის ტერორიზმთან კავშირი ჯერჯერობით არ იკვეთება.
დაჭრილთაგან ოთხს მძიმე დაზიანებები აღენიშნება.
ფრანგული მედიის ინფორმაციით, ორი დაჭრილი ბრიტანეთის მოქალაქეა.
თავდამსხმელი პოლიციამ დააკავა. სხვა დეტალები ჯერ უცნობია.