პარიზის ცენტრში დანით შეიარაღებულმა მამაკაცმა შვიდი ადამიანი დაჭრა

08:18, 10.09.2018

დანით შეიარაღებულმა მამაკაცმა პარიზის ცენტრში შვიდი ადამიანი დაჭრა. Reuters-ის ინფორმაციით, თავდამსხმელის ტერორიზმთან კავშირი ჯერჯერობით არ იკვეთება.

დაჭრილთაგან ოთხს მძიმე დაზიანებები აღენიშნება.

ფრანგული მედიის ინფორმაციით, ორი დაჭრილი ბრიტანეთის მოქალაქეა.

თავდამსხმელი პოლიციამ დააკავა. სხვა დეტალები ჯერ უცნობია.

მსგავსი