Paradise Papers - დედოფალმა ელისაბედ მეორემ ოფშორულ ფონდებში 13 მილიონი დოლარის ინვესტიციები ჩადო
ჟურნალისტური გამოძიებების საერთაშორისო კონსორციუმის მიერ (ICIJ) გამოქვეყნებული დოკუმენტების Paradise Papers-ის თანახმად, გაერთიანებული სამეფოს დედოფლის ელისაბედ მეორის პირადი თანხებიდან 13 მილიონი დოლარი ოფშორებში ინვესტიციების სახით ჩადო. ფული ჩადებულია კაიმანისა და ბერმუდის კუნძულებზე რეგისტრირებულ ფონდებში ლანკასტერის საჰერცოგოს მიერ, რომელიც დედოფლის კუთვნილებაშია.
როგორც BBC წერს, ინვესტიციებში არალეგალური არაფერია და გამოქვეყნებული დოკუმენტები არ იძლევა ვარაუდის საფუძველს, რომ დედოფალი გადასახადებს არ იხდის.
ლანკასტერის საჰერცოგოს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ფონდების საქმიანობაში დედოფალი არ მონაწილეობს და ამასთან არ არის არანაირი მინიშნება, რომ ელისაბედ მეორე ინფორმირებული იყო მისი სახელით გაკეთებული კონკრეტული ინვესტიციების შესახებ.