გიორგი პაპუნაშვილმა ესპანეთში ისევ გაიტანა და ამ გოლით „სარაგოსას“ – სამეფო თასის მეორე ეტაპზე მოპოვებულ გამარჯვებაში დაეხმარა.
საქართველოს ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა ლა კორუნიის „დეპორტივოსთან“ შეხვედრა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და მე-6 წუთზე ანგარიში გახსნა, 71-ე წუთზე კი შეცვალეს და მოედანი მაყურებლის ოვაციების ფონზე დატოვა.
საბოლოოდ, „სარაგოსამ“ 2:1 გაიმარჯვა და სამეფო თასის მესამე ეტაპზე გავიდა.