ესპანური გამოცემა - პაპუნაშვილს „დალასი“ იწვევს
ესპანური გამოცემა - პაპუნაშვილს „დალასი“ იწვევს
გიორგი პაპუნაშვილს ამერიკულ საფეხბურთო ლიგაში იწვევენ – ინფორმაციას ესპანური გამოცემა „მარკა“ ავრცელებს. წყაროს ინფორმაციით, დაინტერესებული კლუბი „დალასია“.
 
„გიორგი პაპუნაშვილი იყო ბოლო სათასო შეხვედრაში „სოკუელამოსთან“ მატჩის გმირი. ქართველმა გამარჯვების გოლი გაიტანა, მაგრამ ამ გოლით გუნდში მისი მდგომარეობა დიდად არ შეიცვლება. გიორგიმ მოლოდინი არ გაამართლა და შანსებით ვერ ისარგებლა. ამიტომ, იანვარში მას შეუძლია გუნდი დატოვოს, კარიერა კი შესაძლოა, შეერთებულ შტატებში გააგრძელოს.
მისი დამატებით ამერიკული გუნდი „დალასია“ დაინტერესებულია. „სარაგოსამ“ ზოგიერთი ფეხბურთელი უნდა გაყიდოს, რათა თავდამსხმელი და ნახევარმცველი დაიმატოს. პაპუნაშვილის მიმართ საზღვარგარეთ ინტერესი კვლავ აქვთ, რადგან ის ახალგაზრდა და საკმაოდ საინტერესო მოთამაშეა. ამერიკული ფეხბურთი კარგი იქნება მემარცხენე ქართველისთვის, რადგან მეტ ხელფასს მიიღებს და უფრო მეტი სათამაშო დრო მიეცემა.
მისი პირველი წელი შესანიშნავი იყო, მეორეში ტრავმების გამო დიდი დრო გაუცდა, ახლა კი მოსალოდნელ დონეზე ვერ თამაშობს” – წერს „მარკა“.
გიორგი პაპუნაშვილი 24 წლისაა. „სარაგოსაში“ 2017 წელს თბილისის „დინამოდან“ გადავიდა. ტრავმების გამო მხოლოდ 55 მატჩი ჩაატარა და 12 გოლი გაიტანა.
დატოვე კომენტარი