გიორგი ჩოჩიშვილი დაბრუნდა – გრძელიძე სარაგოსაში დარჩა

20:52, 07.02.2019

გიორგი ჩოჩიშვილი საქართველოში დაბრუნდა და შესაძლოა, ფოთის „კოლხეთში“ ითამაშოს. ეს ინფორმაცია დღეს „კოლხეთის“ პრესსამსახურმა გაავრცელა.

დღეს მარტვილში „მერანმა“ ფოთის „კოლხეთი 1913“-ს უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა, ფოთელთა ძირითად შემადგენლობაში კი ჩოჩიშვილმა ითამაშა.

ჩოჩიშვილი იანვარში ესპანურ „სარაგოსაში“ ისინჯებოდა და ჩარიცხვას იმედოვნებდა, მაგრამ ეს მარტივი არ აღმოჩნდა და საქართველოში დაბრუნება მოუხდა.

მასთან ერთად ესპანეთში იყო თბილისის „ლოკომოტივის“ შემტევი ნახევარმცველი ლევან გრძელიძე. არსებული ინფორმაციით, 18 წლის ფეხბურთელმა „სარაგოსასთან“ ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

მსგავსი