„სარაგოსა“ პაპუნაშვილს დაემშვიდობა - „აპოლონის“ მესამე ქართველი 200 ათას ევროს მიიღებს
„სარაგოსა“ პაპუნაშვილს დაემშვიდობა - „აპოლონის“ მესამე ქართველი 200 ათას ევროს მიიღებს

ცნობილი გახდა, რომ გიორგი პაპუნაშვილმა კარიერის კვიპროსულ კლუბ „აპოლონში“ გაგრძელება გადაწყვიტა. ცნობისთვის – ეს გუნდი ევროპის ლიგის მიმდინარე გათამაშების პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე „საბურთალოს“ შეხვდა და 5:1 დაამარცხა.

ესპანური გამოცემა cartv-ის ცნობით, ქართველმა ფეხბურთელმა კვიპროსის საფეხბურთო კლუბისგან ძალიან კარგი ფინანსური შემოთავაზება მიიღო – ის „აპოლონში“ 18 თვის განმავლობაში დაახლოებით 200,000 ევროს მიიღებს, ბონუსების გარდა.

პაპუნაშვილი მესამე ქართველი ფეხბურთელი გახდა, რომელიც ლიმასოლის „აპოლონის“ მაისურს მოიგებს. პირველად გუნდში ლეგენდარული რამაზ შენგელიას ვაჟი, ამჟამად ქუთაისის „ტორპედოს“ სპორტული დირექტორი გიორგი შენგელია ჩაირიცხა – ეს 2002 წლის იანვარში მოხდა, მაგრამ მხოლოდ ექვსი თვე ითამაშა და გუნდი დატოვა.

მეორე ფეხბურთელი ლევან მაღრაძე იყო – ის კვიპროსზე 2000 წელს წავიდა და კარიერა ამავე ქვეყანაში 2015 წელს, 38 წლის ასაკში დაასრულა. მხოლოდ სამი წელი დაჰყო საბერძნეთში, ქსანტის „შკოდაში“ (2005-2007) და ამის შემდეგ გადავიდა „აპოლონში“ (2007-2009), მაგრამ კლუბში საკვანძო მოთმაშე ვერ გახდა და გუნდი დატოვა.

სარაგოსას „რეალი“ კი ქართველ ნახევარმცველს დაემშვიდობა – ესპანური კლუბის ხელმძღვანელებმა გიორგი პაპუნაშვილს წარმატებები უსურვეს.: „არაგონული კლუბი მადლობას უხდის ფეხბურთელს პროფესიონალიზმისთვის, რომელიც მან „რეალ სარაგოსას“ მაისურის ტარების დროს გამოიჩინა და უსურვებს მომავალში სპორტული წარმატებებს“, – ნათქვამია „სარაგოსას“ ვებგვერდზე გავრცელებულ ცნობაში.

პაპუნაშვილმა არაგონის გუნდთან კონტრაქტი 2017-2018 წლების სეზონის დასაწყისში გააფორმა. 25 წლის ქართველმა შემტევმა გუნდში ოთხი სეზონი ითამაშა, ზამთარში კი ნახევარწლიანი იჯარით სანტანდერისრასინგში“ გაუშვეს.