„ლაციო“ მზად არის, ლუის სუარესში 15 მილიონი ევრო გადაიხადოს
„ლაციო“ მზად არის, ლუის სუარესში 15 მილიონი ევრო გადაიხადოს

„ლაციოს“ ხელმძღვანელობა მზად არის, რომ 22 წლის კოლუმბიელ ფორვარდში 15 მილიონი ევრო გადაიხადოს, – იუწყება Football Italia.

გამოცემის ინფორმაციით, რომაელები ტრანსფერის თანხას ბუნად 3-დან 5 მილიონ ევრომდე დაამატებენ, რაც ლუის სუარესის შედეგიანობაზე იქნება დამოკიდებული.

2017  წლიდან სუარესი „უოტფორდის“ ფეხბურთელია, თუმცა ინგლისში ერთი მატჩიც არ ჩაუტარებია. სხვადასხვა დროს კოლუმბიელი ფეხბურთელი იჯარის უფლებით „ვალიადოლიდსა“ და „ხიმნასტიკში“ ასპარეზობდა. ბოლო პერიოდში ლუის სუარესი ასევე იჯარით „სარაგოსაში“ გადაბარგდა, სადაც 29 მატჩში 17 გოლი გაიტანა.

დატოვე კომენტარი