ესპანეთის თასზე მეოთხედფინალური წყვილები გაირკვა
ესპანეთის თასზე მეოთხედფინალური წყვილები გაირკვა

ესპანეთის თასის 2019-20 წლების გათამაშებაში მეოთხედფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა.

ტურნირის ფავორიტებს – მადრიდის „რეალსა“ და „ბარსელონას“ მეტოქეებად ბასკური კლუბები ერგოთ, შესაბამისად, „რეალ სოსიედადი“ და ბილბაოს „ატლეტიკი“.

ამ სტადიაზე მატჩები 4-6 თებერვალს გაიმართება.

სრულად წილისყრის შედეგები ასეთია:

რეალი-სოსიედადი

ბილბაო-ბარსელონა

გრანადა-ვალენსია

მირანდესი-ვილიარეალი