ესპანეთის თასის 2019-20 წლების გათამაშებაში მეოთხედფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა.
ტურნირის ფავორიტებს – მადრიდის „რეალსა“ და „ბარსელონას“ მეტოქეებად ბასკური კლუბები ერგოთ, შესაბამისად, „რეალ სოსიედადი“ და ბილბაოს „ატლეტიკი“.
ამ სტადიაზე მატჩები 4-6 თებერვალს გაიმართება.
სრულად წილისყრის შედეგები ასეთია:
რეალი-სოსიედადი
ბილბაო-ბარსელონა
გრანადა-ვალენსია
მირანდესი-ვილიარეალი