პაპუნაშვილმა ესპანეთის თასზეც გაიტანა [ვიდეო]

გიორგი პაპუნაშვილმა ესპანეთში ისევ გაიტანა  და ამ გოლით „სარაგოსას“ –  სამეფო თასის მეორე ეტაპზე მოპოვებულ გამარჯვებაში დაეხმარა.

საქართველოს ნაკრების შემტევმა  ნახევარმცველმა ლა კორუნიის  „დეპორტივოსთან“ შეხვედრა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და მე-6 წუთზე ანგარიში გახსნა, 71-ე წუთზე კი შეცვალეს და მოედანი მაყურებლის ოვაციების ფონზე დატოვა.

საბოლოოდ, „სარაგოსამ“ 2:1 გაიმარჯვა და სამეფო თასის მესამე ეტაპზე გავიდა.