„აპოლონი“ შეუჩერებელია, ინჯგიამ ბოლოს ითამაშა, პაპუნაშვილი დაასვენეს #1TVSPORT
„აპოლონი“ შეუჩერებელია, ინჯგიამ ბოლოს ითამაშა, პაპუნაშვილი დაასვენეს #1TVSPORT

ქართველების „აპოლონი“ კვიპროსის ჩემპიონატში შეუჩერებელია – ლიმასოლის გუნდმა ამჯერად მე-4 ტურში აელ-თან გასვლითი შეხვედრა მოიგო.

ეს იყო ლიმასოლის გუნდების დერბი, რომელიც დაძაბული გამოდგა. მატჩის ბედი 53-ე წუთზე გატანილმა გოლმა გადაწყვიტა. აელ-ის კარი ბულგარელმა ნახევარმცველმა, ილიან ილიევმა აიღო და „აპოლონმა“ 0:1 მოიგო.

ქართველებიდან მხოლოდ რეზი ინჯგიამ ითამაშა, ისიც მოედანზე 90-ე წუთზე შევიდა, ხოლო გიორგი პაპუნაშვილი სათადარიგოებში იყო და არ უთამაშია. გუნდი გერმანელი ალექსანდრე ცორნიგერის მისვლის შემდეგ კარგად ათამაშდა, მაგრამ სამწუხაროდ, ქართველებს ბევრ სათამაშო დროს არ აძლევს.

27 სექტებერს ითამაშებს ნიქოზიას „აპოელი“, რომელიცაეკ-ს უმასპინძლებს. მიქოზიას გუნდი, სადაც მურთაზ დაუშვილი, თორნიკე ოქრიაშვილი და გიორგი ქვილითაია თამაშობენ, სამი ტურის შემდეგ უქულოდ, ბოლო, მე-12 პოზიციაზეა. „აპოლონი“ კი ოთხი ტურის შემდეგ 12 ქულით პირველ ადგილზეა.