პაპუა ახალ გვინეაში ტომებს შორის დაპირისპირებას 24 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ბავშვები და ორსულები
პაპუა ახალ გვინეაში ტომებს შორის დაპირისპირებას 24 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ბავშვები და ორსულები

პაპუა ახალ გვინეაში ტომებს შორის დაპირისპირებას 24 ადამიანი, მათ შორის ბავშვები და ორსული ქალები ემსხვერპლა.

„ბიბისი“-ის ინფორმაციით, პაპუა ახალი გვინეის ჰელას პროვინციაში მეტოქე ტომებს შორის ძალადობრივი დაპირისპირება რამდენიმე დღეა გრძელდება.

ზოგიერთი წყარო დაღუპულების უფრო მაღალ რიცხვს ასახალებს.

ჰელას პროვინციის ხელმძღვანელი, ფილიპ უნდიალუ ამბობს, რომ მკვლელობები მრავალწლიან კონფლიქტის ნაწილია. კონფლიქტის საფუძველი მიწის და მდიდარი რესურსების დანაწილებაა.

პაპუა ახალი გვინეის პრემიერ-მინისტრმა, ჯეიმს მარაპემ დაპირისპირების მეთაურებს კრიმინალები უწოდა და საპასუხო ზომების მიღებით დაემუქრა.