პაპუა-ახალ გვინეაში ტომებს შორის შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად, სულ მცირე, 64 ადამიანი დაიღუპა
პაპუა-ახალ გვინეაში ტომებს შორის შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად, სულ მცირე, 64 ადამიანი დაიღუპა

პაპუა-ახალი გვინეის ჰაილენდსის რეგიონში, სულ მცირე, 64 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

როგორც „ბიბისის“ ადგილობრივმა პოლიციამ განუცხადა, მსხვერპლი ტომებს შორის შეიარაღებულ დაპირისპირებას მოჰყვა. ამ რეგიონში დიდი ხანია, ძალადობას ებრძვიან, თუმცა ბოლო პერიოდში ეს ყველაზე მასობრივი სისხლისღვრაა.

ტომებს შორის დაპირისპირების მიზეზი მიწისა და სიმდიდრის განაწილებაა. „ბიბისის“ ცნობით, მას შემდეგ, რაც ამ რეგიონში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღის შეტანა დაიწყეს, ძალადობრივი ციკლი კიდევ უფრო გაიზარდა.