პაპუა-ახალ გვინეაში ვულკანი ამოიფრქვა
პაპუა-ახალ გვინეაში ვულკანი ამოიფრქვა

პაპუა-ახალ გვინეაში ვულკან ულავუნის ამოფრქვევის გამო, ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუცია განხორციელდა. ამის შესახებ „როიტერსი“ იუწყება.

ადგილობრივმა ხელისუფლებამ საერთო ჯამში უსაფრთხო ადგილას 1500-ზე მეტი ადამიანი გადაიყვანა. ვულკანის მიმდებარე ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

როგორც საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო იუწყება, ვულკან ულავუნის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე ათეული დასახლებაა განლაგებული, სადაც დაახლოებით 120 ათასი ადამიანი ცხოვრობს. უახლოეს საათებში შესაძლოა, მათი ევაკუაციაც გახდეს საჭირო.

როიტერსის“ ცნობით, ვულკანის ამოფრქვევის გამო რამდენიმე ათეული შიდა და საერთაშორისო ავიარეისი გადაიდო.