პაოლო ალი - დარწმუნებული ვართ, რომ საქართველო რაც შეიძლება სწრაფად უნდა გახდეს ნატო-ს წევრი
პაოლო ალი - დარწმუნებული ვართ, რომ საქართველო რაც შეიძლება სწრაფად უნდა გახდეს ნატო-ს წევრი

დარწმუნებული ვართ, რომ საქართველო რაც შეიძლება სწრაფად უნდა გახდეს ნატო-ს წევრი, – ამის შესახებ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა პაოლო ალიმ პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

პაოლო ალის განცხადებით, ის საქართველოს შესახებ ნატო-ს სამიტზე 11 ივლისს, თავის გამოსვლაში ისაუბრებს.

„დარწმუნებული ვარ, რომ ნატო-ს ლიდერები აღიარებენ საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს. საქართველოს შესანიშნავი პროგრესი აქვს და ეს პროგრესი დასაფასებელია. საქართველოზე ვისაუბრებ ნატო-ს სამიტზე, სადაც ჩემი სიტყვით გამოსვლა 11 ივლისს არის დაგეგმილი. ყურადღებას გავამახვილებ საქართველოს მიერ გატარებულ რეფორმებზე და თქვენი ქვეყნის მომავალ წევრობაზე.

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა მტკიცედ უჭერს მხარს ამ პროცესს. ჩვენ არაერთხელ ვიმყოფებოდით საქართველოში. საგაზაფხულო სესია საქართველოში გავმართეთ. დარწმუნებული ვართ, რომ საქართველო რაც შეიძლება სწრაფად უნდა გახდეს ნატო-ს წევრი. ჩვენ ვამბობთ, რომ საქართველომ შეასრულა ყველა ვალდებულება.

საქართველოს გაწევრიანების შემდეგ, საქართველოს ორი რეგიონის რუსეთის მიერ ოკუპაცია ნატო-ს მეხუთე მუხლთან დაკავშირებით კითხვებს აჩენს. მე არ ვიცი, რა ჩაიწერება ნატო-ს სამიტის დეკლარაციაში. ჩვენ ყველა ველოდებით ლიდერების შეთანხმებას და საბოლოო ტექსტს.

ვფიქრობ, რომ ნატო-ს წევრობა უახლოვდება საქართველოს, ერთგულია ღია კარის პოლიტიკის. ნატო-ს ჰყავს ასპირანტი სახელმწიფოები. ასპირანტებს დიფერენცირებული მიდგომა სჭირდებათ. ყველას თავისი მომზადების დონე, ისტორია და პროგრესი აქვს“, – განაცხადა პაოლო ალიმ.