პაოლო ალი - ნატო-ს ლიდერების წინაშე გამოსვლისას ვიტყვი, რომ საქართველომ დიდ პროგრესს მიაღწია
პაოლო ალი - ნატო-ს ლიდერების წინაშე გამოსვლისას ვიტყვი, რომ საქართველომ დიდ პროგრესს მიაღწია

ნატო-ს ლიდერების წინაშე გამოსვლისას მე ვიტყვი, რომ საქართველომ მიაღწია დიდ პროგრესს, – ამის შესახებ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა პაოლო ალიმ პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

„იმედი მაქვს, რომ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პროცესი მალე დასრულდება. დარწმუნებული ვარ, ნატო-ს წევრი ქვეყნები მიიღებენ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას და საქართველოს ახალ წევრად მიიღებენ. არ ვიცი, ეს კონკრეტულად როდის იქნება. ძალიან რთულია საუბარი იმაზე, ეს იქნება მომავალ წელს, ორი, სამი თუ ხუთი წლის შემდეგ.

ნატო-ს ლიდერების წინაშე გამოსვლისას ვიტყვი, რომ საქართველომ დიდ პროგრესს მიაღწია. ჩვენ ვაძლევთ ლიდერებს რეკომენდაციას, რომ მათ გაითვალისწინონ ეს პროგრესი“, – განაცხადა პაოლო ალიმ.

პაოლო ალის განცხადებით, ის საქართველოს შესახებ ნატო-ს სამიტზე 11 ივლისს, თავის გამოსვლაში ისაუბრებს.