პანკისის სოფელ ბირკიანში მოსახლეობა ჰესის მშნებლობის დაწყებას აპროტესტებს
პანკისის სოფელ ბირკიანში მოსახლეობა ჰესის მშნებლობის დაწყებას აპროტესტებს

პანკისის ხეობაში, სოფელ ბირკიანში მოსახლეობა აქციას მართავს. ადგილობრივები მდინარე ალაზანზე ჰესის მშნებლობის დაწყებას აპროტესტებენ.

მათი თქმით „ხადორი-3“- ის მშენებლობა ხეობაში ეკოლოგიურ პრობლემებს შექმნის.

პანკისელები განმარტავენ, რომ თუ მდინარის წყალს მილებში მოაქცევენ, ხეობა წყლის გარეშე დარჩება.

როგორც ადგილობრივები აცხადებენ, კომპანია „ფერის” წარმომადგენლებს სხვადასხვა სახის დაპირებების მიუხედავად, მუშაობის გაგრძელების საშუალებას არ მისცემენ.