ლევან დავითაშვილი - „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით ექსპერტებთან შეხვედრები გრძელდება, რათა მოხდეს კონკრეტული ნაბიჯების დაგეგმვა, ამ პროცესს მომავალშიც გავაგრძელებთ
ლევან დავითაშვილი - „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით ექსპერტებთან შეხვედრები გრძელდება, რათა მოხდეს კონკრეტული ნაბიჯების დაგეგმვა, ამ პროცესს მომავალშიც გავაგრძელებთ

გრძელდება შეხვედრები ექსპერტებთან. ამასთან, ჩვენი მოსახლეობის აქტიურ ნაწილს, რომლებსაც კითხვები აქვთ, შეუძლიათ შეხვედრებში მიიღონ მონაწილეობა. ჩვენ ალბათ მიმდინარე კვირაშიც გვექნება შეხვედრები ექსპერტებთან, – ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით განაცხადა.

მინისტრის თქმით, უკვე გაიმართა შეხვედრა გეოლოგიურ საზოგადოებასთან, სპეციალისტებთან.

„შეთავაზებაც იყო, რომ მნიშვნელოვანი სამშენებლო სამუშაოები, როგორიც არის კაშხალი და უფრო მსხვილი ინფრასტრუქტურა, დამატებითი შესწავლის ობიექტი ყოფილიყო. სწორედ ამიტომ, ჩვენ ველოდებით და მივეცით საშუალება ექსპერტებს, ჩამოყალიბებულიყვნენ, გადაენაწილებინათ სამუშაო არასამთავრობო ორგანიზაციებს, ექსპერტებს, გეოლოგებს, საზოგადოებას, რომელსაც ხელეწიფება, რომ ანალიზი გაუკეთოს იმ კვლევებს, რომელიც დღეს არსებობს. ჩვენ მიმდინარე კვირასაც გვექნება სამუშაო შეხვედრა, რათა მოხდეს კონკრეტული ნაბიჯების დაგეგმვა და მომავალში გავაგრძელებთ ამ პროცესს“, – განაცხადა დავითაშვილმა.