პანდემიის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში კორონავირუსი 12 400 ბავშვს და 14 337 მედიკოსს დაუდასტურდა
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში „კოვიდ-19“-ით მეორე ბავშვი გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ჯანდაცვის მინისტრ მაქსიმ სტეპანოვზე დაყრდნობით ავრცელებს.
მინისტრის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ინფიცირების რეგისტრირებული 3 372 შემთხვევიდან, 242 ბავშვი, 172 კი – მედიკოსია. გასულ დღე-ღამეში გარდაცვლილ 52 პაციენტს შორის, ერთი ბავშვია.
კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, უკრაინაში „კოვიდ-19“-ი დაუდასტურდა სულ 188 106 ადამიანს, აქედან 12 400 ბავშვია, ხოლო 14 337 მედიკოსი.
სულ გარდაცვლილია 3 757 ინფიცირებული, 83 458 პაციენტი კი განიკურნა.