პანამის უნივერსიტეტში სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა
პანამის უნივერსიტეტში სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა

პანამის უნივერსიტეტში სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა, – ინფორმაციას „როიტერი” ავრცელებს.

პოლიციისა და უნივერსიტეტის წყაროების ცნობით, თავდამსხმელმა ცეცხლი გახსნა პანამის უნივერსიტეტის ფილიალში, რის შედეგადაც ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა და კიდევ ერთი ადამიანი დაშავდა.

პოლიციის ცნობით, გამოძიება დაწყებულია, თუმცა ჯერ დაკავებული არავინაა.

როგორც „როიტერი” წერს, პანამის სკოლებსა თუ უნივერსიტეტებში სროლა ძალიან იშვიათია.