პალესტინის ავტონომიის პრეზიდენტი მოუწოდებს „ჰამასს“, მძევლების გათავისუფლების შესახებ ისრაელთან შეთანხმებას დათანხმდეს, რათა პალესტინელი ხალხი გადაარჩინოს
პალესტინის ავტონომიის პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი „ჰამასს“ მოუწოდებს, მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმებას დათანხმდეს, რათა პალესტინელი ხალხი გადაარჩინოს.
„მოვუწოდებთ მოძრაობა „ჰამასს“, სწრაფად დაასრულოს მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმება, რათა ჩვენს პალესტინელ ხალხს ააცილოს კიდევ ერთი კატასტროფული მოვლენა მძიმე შედეგებით, რომელიც 1948 წლის ნაკბაზე არანაკლებ საშიშია“, – ნათქვამია მაჰმუდ აბასის განცხადებაში.
საერთაშორისო მედიის ცნობით, „ჰამასის“ დელეგაცია გაემგზავრა კაიროში ეგვიპტელ და კატარელ მედიატორებთან შესახვედრად მას შემდეგ, რაც მედიატორებთან მოლაპარაკებები ისრაელის წარმომადგენლებმა გამართეს. მაჰმუდ აბასმა ასევე მოუწოდა აშშ-ის ადმინისტრაციას და არაბულ ქვეყნებს, იმუშაონ გულმოდგინედ, რათა რაც შეიძლება მალე დაასრულონ მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმება, რომ დაიცვან პალესტინელი ხალხი გამანადგურებელი ომის უბედურებისგან. აბასი იმედს გამოთქვამს, რომ შეთანხმება გადაარჩენს ღაზის ქალაქ რაფაჰს.